სერვისები გინეკოლოგია
გინეკოლოგია
ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, ქალების 30% – 50%-ს სხვადასხვა გინეკოლოგიური დაავადებების მატარებელია.რეგულარული გინეკოლოგიური შემოწმება, კი პრევენციის საუკეთესო საშუალებაა.
ჩვენი გამოცდილი გინეკოლოგები გთავაზობენ ამბულატორიული გინეკოლოგიის სერვისების ფართო სპექტრს, რათა უმოკლესი გზით გაუმკლავდეთ გინეკოლოგიური ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას.
ინფორმაციისთვის, ან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით
პროცედურები და კვლევები
საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების გამოვლენა და მკურნალობა
საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დროული და სწორი დიაგნოსტირება, მართვა და მკურნალობა თავიდან აგვაცილებს სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკებს. ჩვენ გთავაზობთ დიაგნოსტირების უახლეს მეთოდებს და თქვენზე მორგებულ მკურნალობის გეგმას – საუკეთესო შედეგების მისაღწევად.
ენდომეტრიოზის, საშვილოსნოს ფიბროიდების, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის (PCOS), მენჯის ანთებითი დაავადებების (PID) და სხვა გართულებების მკურნალობა/მართვა.
რეპროდუქციული ასაკის ქალბატონების 10-15% უშვილობას სხვადასხვა დაავადების გამო ებრძვის. სხვადასხვა გართულებების და დაავადებების სამკურნალოდ, ჩვენ გთავაზობთ გამოცდილ გინეკოლოგთა გუნდს, რომლებიც შესაბამისი მკურნალობის და მონიტორინგის საფუძველზე, დაგეხმარებიან თქვენი პრობლემის გადაჭრაში.
ორსულთა მეთვალყურეობა
„ინვიტრო ლაიფი“ გთავაზობთ ორსულთა მეთვალყურეობის პროგრამას – მთელი ორსულობის განმავლობაში, 24/7 -ზე. ეს მოიცავს, როგორც გართულებების მართვას და მკურნალობას, ასევე ექიმთან კონსულტაციებს და საჭირო კვლევებს.
თრომბოფილია და მისი მართვა
თრომბოფილია განსაკუთრებით საყურადღებოა სამეანო – რეპროდუქციულ პრაქტიკაში. მასთან ასოცირდება სხვადასხვა გართულება, როგორიცაა: ორსულობის დანაკარგები სხვადასხვა ვადაზე, მძიმე ჰესტოზი, ნაყოფის ზრდის შეფერხება, წარუმატებელი In vitro განაყოფიერება და სხვა.
დედის და ნაყოფის მრავალი გართულებების პრევენციის და დროული მკურნალობის განსაზღვრისთვის, უმნიშვნელოვანესია თრომბოფილიის დროული დიაგნოსტიკა და ადექვატური მკურნალობა.
ჩვენი მეან-გინეკოლოგები და რეპროდუქტოლოგები მზად არიან აღმოგიჩინონ შესაბამისი დახმარება.
კოლპოსკოპია
საშვილოსნოს ყელის დარღვევების ადრეულ პერიოდში გამოვლენა გვაძლევს მათი მართვის საშუალებას. სწორედ ამისთვის, ვიყენებთ კოლპოსკოპიის პროცედურას. კოლპოსკოპია არის სპეციალიზებული დიაგნოსტიკური პროცედურა, რომელსაც ჩვენი გამოცდილი გინეკოლოგები ასრულებენ საშვილოსნოს ყელის, საშოსა და ვულვას შესამოწმებლად ნებისმიერი პათოლოგიური ცვლილების ნიშნების გამოსავლენად.
კოლპოსკოპია გადამწყვეტ როლს თამაშობს საშვილოსნოს ყელის ანომალიების ადრეულ გამოვლენასა და შეფასებაში.
კოლპოსკოპიის პროცედურა ტარდება ჩვენს კლინიკაში და ჩვეულებრივ 15-30 წუთს საჭიროებს.
პროცედურის შემდეგ, ჩვენი გინეკოლოგი განიხილავს შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს თქვენზე მორგებულ მკურნალობის გეგმას.