PhoneBlack

032 280 12 12

FrameIcon

ᲔᲜᲓᲝᲙᲠᲘᲜᲝᲚᲝᲒᲘᲐ

Endocrinology

ჰორმონალური ბალანსის კონტროლი და სწორად მართვა ორსულობის წარმართვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ორგანიზმის ჰორმონალური სტატუსი პასუხისმგებელია ბიოქიმიური პროცესების სწორ მიმდინარეობაზე, რაც განაპირობებს: ადამიანის ჯანმრთელობას, შვილოსნობის უნარს, სქესობრივ ცხოვრებას, პროდუქტიული ცხოვრების ხარისხს.

 

ორსულობის მიღებასა და პროგრესირებაში თითოეულ ჰორმონს თავისი მნიშვნელოვანი როლი გააჩნია.

 

ორსულობის პროცესი მთლიანად დამოკიდებულია როგორც სასქესო ჰორმონებზე, ასევე, ფარისებრი ჯირკვლის, პანკრეასის, ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონებზე.

 

IVF პროცესის განმავლობაში ენდოკრინოლოგები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ჰორმონალური დონის მონიტორინგსა და კორექტირებაში – ფოლიკულების განვითარების ოპტიმიზაციისთვის, ოვულაციის სწორი დროის უზრუნველსაყოფად და ემბრიონის წარმატებული იმპლანტაციისთვის, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის შესანარჩუნებლად. მათი გამოცდილება ჰორმონალური დისბალანსის დადგენასა და მართვაში აუცილებელია IVF მკურნალობისას სასურველი შედეგების მისაღწევად.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

მოგვწერეთ