ინდივიდუალური მიდგომა
თითოეული პაციენტი უნიკალური და განსაკუთრებულია, ამიტომ ყოველთვის ვიყენებთ ინდივიდუალური მიდგომის პრინციპს.
მკურნალობის პროტოკოლი და გეგმა, პაციენტის საჭიროებებზე მორგებულია, რაც წარმატებული მაჩვენებლის რაოდენობას განაპირობებს.
წარმატების მაჩვენებელი
მიღებული შედეგების საფუძველზე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინვიტრო ლაიფი ინარჩუნებს წარმატებული შემთხვევების მაღალ მაჩვენებელს:
35 წლამდე ასაკის ქალებში, წარმატების მაჩვენებელი 70-75%ია.
35–დან 50 წლამდე პაციენტებში წარმატებული შემთხვევების რიცხვი სტაბილურად 55%-დან 60%-მდე მერყეობს. სუროგაცია-დონაციის გზით მიღებული ორსულობების მაჩვენებელი დაახლოებით 80% ია.
მოწინავე ტექნოლოგიები
კლინიკა ინვიტრო ლაიფი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით, რაც საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ პაციენტებს მომსახურების მაღალი ხარისხი და წარმატების შთამბეჭდავი მაჩვენებელი.
ოცნებები ხდება და ჩვენ მზად ვართ, თქვენი ცხოვრების მთავარი ოცნების ასრულებაში დაგეხმაროთ.
ჩვენი კლინიკა
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “ინვიტრო ლაიფში”, რეპროდუქციული მიმართულების წამყვან კლინიკაში, რომელიც სპეციალიზირებულია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (ART) გამოყენებაში.
ჩვენი კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით და საუკეთესო ხარისხის დანადგარებით, რაც საშუალებას გვაძლევს ვუზრუნველყოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება, ჩვენი პაციენტებისთვის.
ჩვენი ძირითადი მიმართულებაა უნაყოფობის მკურნალობა დამხმარე-რეპროდუქციული ტექნოლოგიებით: ინ-ვიტრო განაყოფიერება (IVF), ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია (ICSI), კვერცხუჯრედის გაყინვა, ემბრიონის გაყინვა, სპერმის გაყინვა და სხვ.
ჩვენი გუნდი
ჩვენ ვიზიარებთ საერთო მიზნებს ჩვენს პაციენტებთან და პირველივე დღიდან ვიწყებთ ერთად მუშაობას.
თქვენი ოცნება – იყოლიოთ შვილი, ჩვენი მთავარი გამოწვევა ხდება!
ნათია ფოფხაძე
მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, კლინიკური დირექტორი
„თითოეული ჯანმრთელი ახალშობილი, კიდევ ერთი გამარჯვებაა უშვილობასთან ბრძოლაში!
მიყვარს ჩემი საქმე და ყოველი ახალი სიცოცხლე, რომლის დაბადებაშიც გარკვეული წვლილი მეც მიმიძღვის. ჩემი და პაციენტების ურთიერთობა ყოვლეთვის სცდება ექმსა და პაციენტს შორის სტანდარტულ ურთიერთობას. ჩემი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, შედარებით მეტი დროის გატარება მიწევს მათთან, ერთი მიზანი გვაქვს, ერთად ვიბრძვით და ერთად გვიხარია!”
ონურ იარდიმჯი
უფროსი ემბრიოლოგი
“ახალი ცხოვრების დასაწყისი სასწაულია! იყო ამ სასწაულის ნაწილი, როგორც ემბრიოლოგი – ფასდაუდებელია!”
თამარ დიაკონიძე
მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი
“ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანსაღი მომავალი თაობების ჩამოყალიბებაში სწორედ რეპროდუქტოლოგია, გინეკოლოგიური-ენდოკრინოლოგია . სწორი მიმართულებებით დაწყებული განვითარება მრავალი დაავადებების და გართულებების პრევენციაა, რაც ჩასახვის მომენტიდან ირებს სათავეს და გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე.”
ალფერ ისმიჩოღლუ
უფროსი ემბრიოლოგი
„პაციენტების დახმარება სასიცოცხლო ენერგიით მავსებს. სამედიცინო სფეროში, ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ბედნიერი პაციენტები და ის დადებითი შედეგებია, რომელსაც გუნდთან ერთად მუშაობით მივაღწიეთ.“
თამარ ხასაია
ენდოკრინოლოგი
“რეპროდუქტოლოგიისა და ენდოკრინოლოგიის ტანდემი, სკულპულოზურად გათვლილი ქმედებები – ეს ყველაზე დიდი ადრენალინია ჩემს საქმიანობაში. მთელი ბიოქიმია, რაც უჯრედის დონეზე მიმდინარეობს – შენს ხელშია და როგორც ფაზლები – სწორად უნდა დაალაგო რომ სურათი მიიღო.
რთული და იშვიათი ენდოკრინული პათოლოგიების მართვა, ჩემთვის მთავარი გამოწვევაა.“
ნანო ბჟალავა
მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი
„ყველაზე მეტად ჩემი მადლიერი პაციენტები მეამაყება და მათი ჩემდამი ნდობა, რომელსაც მუდმივად ვგრძნობ.
რეპროდუქტოლოგია, ძალიან საინტერესო და სწრაფად განვითარებადი დარგია. ახალ გამოწვევებთან შერკინება და მათ მიმართ ინტერესი მნიშვნელოვანი ბიძგია, ადამიანების გამრავლების ხელშესაწყობად!”
ხშირად დასმული კითხვები
რას გვთავაზობს კლინიკა „ინვიტრო ლაიფი“?
„ინვიტრო ლაიფი“ არის სამედიცინო დაწესებულება, რომელიც სპეციალიზირებულია რეპროდუქციული მედიცინისა და უნაყოფობის მკურნალობაში და გთავაზობთ ისეთი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების სრულ სპექტრს, როგორიცაა ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF), ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია(ICSI) საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია(IUI), კვერცხუჯრედის, ემბრიონის,სპერმის გაყინვა და სხვ.
ვის შეუძლია ისარგებლოს „ინვიტრო ლაიფის“ მომსახურებით?
“ინვიტრო ლაიფის“ მომსახურებით შეუძლიათ ისარგებლონ წყვილებმა და ინდივიდებმა, რომლებიც განიცდიან უნაყოფობის პრობლემას და ასევე მათ, ვისაც სურს შეინარჩუნოს მისი ნაყოფიერება, სამომავლო გამოყენების მიზნით.
რა რისკებთან არის დაკავშირებული უნაყოფობის მკურნალობა?
დამხმარე ტექნოლოგიები, როგორიცაა IVF და ICSI, შეიცავს გარკვეულ რისკებს, მათ შორის, საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი, საშვილოსნოს მილის გარე ორსულობა და სხვ. თუმცა, ეს რისკები შედარებით დაბალია და მათი მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობით და მონიტორინგით.
რას უნდა ველოდოთ „ინვიტრო ლაიფში“ უნაყოფობის მკურნალობის დროს?
უნაყოფობის მკურნალობის პროცესში, პაციენტები გადიან მთელ რიგ სამედიცინო გამოკვლევებსა და პროცედურებს, როგორიცაა ულტრაბგერითი კვლევა, კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები, ინექციები მედიკამენტებით და სხვ. თქვენი ექიმი, თქვენთან ერთად შეიმუშავებს პერსონალიზებული მკურნალობის გეგმას, რომელიც მორგებული იქნება, თქვენს კონკრეტულ საჭიროებებსა და მიზნებზე.
რა არის სუროგაცია?
სუროგაციის პროგრამის დროს, სუროგატი დედა (გესტაციური მატარებელი) ნაყოფს მუცლად ატარებს და ბავშვს ბიოლოგიური მშობლებისთვის აჩენს. როდესაც ორსულობა ან/და მშობიარობა, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სახიფათო, ან შეუძლებელია – საჭირო ხდება სუროგაციის პროგრამის გამოყენება და მკურნალობის პროცესში სუროგატი დედის ჩართვა.
როდესაც ოჯახი ირჩევს სუროგატ დედას, მას პროცედურამდე სათანადო კვლევები უტარდება, რომელთა შედეგებითაც მისი რეპროდუქციული ჯანმრთელობა ფასდება და ამის შემდეგ უკვე ხდება ემბრიონის გადატანისთვის სუროგატი დედის საშვილოსნოს მომზადება.
ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, გესტაციურ, სუროგატ დედებს არ აქვთ არანაირი უფლება ბავშვზე, მისი დაბადების შემდეგ. მოცემულობა, რომ მშობლები შესძლებენ ბავშვის სახლში წაყვანას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, მათ სიმშვიდის შეგრძნებას ანიჭებს.
რა არის კვერცხუჯრედის დონაცია?
კვერცხუჯრედის დონაცია არის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მკურნალობის ნაწილი. პროცესი, სადაც კვერცხუჯრედის დონორი ნებაყოფლობით აბარებს თავის კვერცხუჯრედ(ებ)ს, რათა დაეხმაროს წყვილებს, რომლებსაც არ შეუძლიათ დაორსულება საკუთარი კვერცხუჯრედების გამოყენებით.
კვერცხუჯრედის დონაცია უშვილო წყვილებისთვის მაშინაა მიზანშეწონილი, როდესაც ქალის ორგანიზმში კვერცხუჯრედების მომწიფება არ ხდება, ან მათი ხარისხი ორსულობის შესაძლებლობას არ იძლევა.
თავდაპირველად, წყვილი ირჩევს კვერცხუჯრედის მათთვის შესაფერისს დონორს, რომელსაც უტარდება ყველა საჭირო გამოკვლევა. ამის შემდეგ, ხდება კვერცხუჯრედების აღება საკვერცხეებიდან – ფოლიკულების ასპირაციის გზით. ემბრიოლოგის შეფასების შემდეგ, მიღებული კვერცხუჯრედები სპერმით განაყოფიერდება და მიღებული ემბრიონის გადატანა მოხდება პაციენტის საშვილოსნოს ღრუში.
რა ღირს უშვილობის მკურნალობა „ინვიტრო ლაიფში“ ?
უნაყოფობის მკურნალობის ღირებულება დამოკიდებულია უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებზე, მათ დიაგნოსტირებაზე და მკურნალობის მეთოდის შერჩევაზე. თქვენი ექიმი,თქვენთან ერთად შეადგენს მკურნალობის პერსონალიზირებულ გეგმას, რომელიც მაქსიმალურად მორგებული იქნება თქვენს საჭიროებებს და აგარიდებთ თავიდან ზედმეტ ხარჯებს. კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 280 12 12 ან გვეწვიეთ მისამართზე: წინანდლის ქ. #9, თბილისი.
ბლოგი
რა უნდა ვიცოდეთ ინვიტრო განაყოფიერების შესახებ?
თანამედროვე მედიცინა დღითიდღე ვითარდება და ინოვაციებთან ერთად, ჯერ არნახულ შესაძლებლობებს
რა უნდა ვიცოდეთ მამაკაცის უნაყოფობის შესახებ?
დიდი ხნის განმავლობაში, საზოგადოებაში მუსირებდა აზრი, რომ უნაყოფობა მხოლოდ ქალის
რა უნდა ვიცოდეთ ქალის უნაყოფობის შესახებ?
უნაყოფობის პრობლემასთან პირველი შეჯახება, თუ მრავალ-წლიანი ბრძოლა – ორივე შემთხვევაში,