ჩვენი კლინიკა
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “ინვიტრო ლაიფში”, რეპროდუქციული მიმართულების წამყვან კლინიკაში, რომელიც სპეციალიზირებულია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (ART) გამოყენებაში.
ჩვენი კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით და საუკეთესო ხარისხის დანადგარებით, რაც საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება, ჩვენი პაციენტებისთვის.
მრავალწლიანი გამოცდილებით, მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებულ, გულისხმიერ გუნდთან ერთად – გთავაზობთ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ყოვლისმომცველ ასორტიმენტს და მკურნალობის პერსონალიზებულ ვარიანტებს.
ჩვენი ძირითადი მიმართულებაა უნაყოფობის მკურნალობა დამხმარე-რეპროდუქციული ტექნოლოგიებით: ინ-ვიტრო განაყოფიერება (IVF), ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია (ICSI), კვერცხუჯრედის გაყინვა, ემბრიონის გაყინვა, სპერმის გაყინვა და სხვ.
“ინვიტრო ლაიფის” ემბრიოლოგიური ლაბორატორია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პერსონალით, რომელთა მთავარი მიზანია უზრუნველყონ ზუსტი და დროული შედეგები;
ჩვენი მისიაა, რეალობად ვაქციოთ თქვენი ოცნება და გაგიხსნათ მშობლობისკენ მიმავალი გზა.
მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომისა და მზრუნველი გარემოს შენარჩუნება ჩვენი ძირითადი ღირებულებაა. არაფერია იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ჩვენს პაციენტებთან. ჩვენს პროფესიონალ, აღიარებულ ექიმებს 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ რეპროდუქციულ მედიცინაში, რაც პოტენციური მშობლებისთვის წარმატებული შედეგის გარანტიას იძლევა!
უშვილობის მიზეზები და მკურნალობის გზები
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიოში, წყვილების 10-15%-ს უშვილობის პრობლემა აწუხებს.
უშვილობის მიზეზები შეიძლება იყოს, როგორც გენეტიკური, ისე სიცოცხლის განმავლობაში შეძენილი, რომელიც გამოწვეული არის სხვადასხვა დაავადებით. უშვილობის მკურნალობის სტრატეგიის შერჩევა ზუსტად დასმულ დიაგნოზზეა დამოკიდებული.
თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ჩვენ შევკრიბეთ უძლიერესი პროფესიონალებით და გამოცდილებით სავსე გუნდი, რომლის თითოეული წევრი ორიენტირებულია პაციენტის ჯანმრთელობაზე, დეტალებზე და დაკისრებული მოვალეობის უბადლოდ შესრულებაზე.
ყველა ადამიანის უფლებაა გახდეს მშობელი. ზოგიერთ შემთხვევაში, ბუნებრივი გზით, ამ ოცნების ახდება შეუძლებელია. სწორედ, მსგავსი შემთხვევებისთვის ვართ ჩვენ, რომ გავხდეთ თქვენი მეგზური – მშობლობისკენ მიმავალ, რთულ და ემოციურ გზაზე.
ჩვენი კლინიკური დირექტორის წერილი
” ერთგულება, ენთუზიაზმი, თანაგრძნობა და პროფესიონალიზმი – ოთხი ძირითადი ფაქტორია, რომელიც აძლიერებს თქვენს გზას იმისკენ, რომ გახდეთ მშობლები. ეს გზა შეიძლება იყოს ეჭვით, გადაღლილობითა და ზოგჯერ, უიმედობით სავსე, მაგრამ ბოლოს ყოველთვის გელოდებათ ჯილდო, როდესაც გადალახავთ ამ გზაზე შემხვედრ ყველა დაბრკოლებას და ესაა მშობლობის ჯილდო.
გახსოვდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ – მსოფლიოში ათასობით წყვილი ანალოგიური გამოწვევების წინაშე დგას. კლინიკა „ინვიტრო ლაიფის“ გუნდის წევრებს ყველას გამოუვლია ფერტილობასთან დაკავშირებული პრობლემები და ეს გამოცდილება საფუძვლად დაედო ჩვენი მხარდაჭერის სისტემებისა და ჩვენი პროგრამის სტრუქტურის შემუშავებას. ამისთვის ღირს ბრძოლა და გვინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ გხედავთ, გვესმის თქვენი, მხარს გიჭერთ და გაფასებთ ამ გზის თითოეულ ეტაპზე. თქვენი საზრუნავი ჩვენი საზრუნავია, თქვენი სიხარული ჩვენი სიხარულია, და რაც მთავარია, თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაა, რადგან ამ პროცესში ჩვენ ერთად ვმონაწილეობთ.
„ინვიტრო ლაიფის“ ძირითადი ღირებულებები ჩვენი წარმატებისა და რეპუტაციის საწინდარია, პოტენციური მშობლების ცხოვრებაში ხელშესახებ განსხვავების შესაქმნელად:
- მრავალფეროვანი პროგრამები
- მკაფიოობა
- ინდივიდუალური მიდგომა
- სამართლიანი ფასები
„ინვიტრო ლაიფის“ ექიმებისთვის, მენეჯერებისა და კონსულტანტებისთვის, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია გაცილებით მეტია, ვიდრე კარიერა. ახალი სიცოცხლის შექმნა, ოჯახის შექმნის საშუალებით სიხარულის მინიჭება და ადამიანებს შორის კავშირებით განმტკიცება ჩვენი წარმატების განსაზღვრებაა.
ერთად ავახდინოთ თქვენი ოცნება! “
ნ.ფოფხაძე
ჩვენი გუნდი
ჩვენ ვიზიარებთ საერთო მიზნებს ჩვენს პაციენტებთან და პირველივე დღიდან ვიწყებთ ერთად მუშაობას; ჩვენ ვხდებით ერთი გუნდი და თქვენი მიზანი, იყოლიოთ შვილი, ჩვენი საკუთარი მიზანი ხდება!
ნათია ფოფხაძე
მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, კლინიკური დირექტორი
„თითოეული ჯანმრთელი ახალშობილი, კიდევ ერთი გამარჯვებაა უშვილობასთან ბრძოლაში!
მიყვარს ჩემი საქმე და ყოველი ახალი სიცოცხლე, რომლის დაბადებაშიც გარკვეული წვლილი მეც მიმიძღვის. ჩემი და პაციენტების ურთიერთობა ყოვლეთვის სცდება ექმსა და პაციენტს შორის სტანდარტულ ურთიერთობას. ჩემი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, შედარებით მეტი დროის გატარება მიწევს მათთან, ერთი მიზანი გვაქვს, ერთად ვიბრძვით და ერთად გვიხარია!”
ონურ იარდიმჯი
უფროსი ემბრიოლოგი
“ახალი ცხოვრების დასაწყისი სასწაულია! იყო ამ სასწაულის ნაწილი, როგორც ემბრიოლოგი – ფასდაუდებელია!”
თამარ დიაკონიძე
მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი
“ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანსაღი მომავალი თაობების ჩამოყალიბებაში სწორედ რეპროდუქტოლოგია, გინეკოლოგიური-ენდოკრინოლოგია . სწორი მიმართულებებით დაწყებული განვითარება მრავალი დაავადებების და გართულებების პრევენციაა, რაც ჩასახვის მომენტიდან ირებს სათავეს და გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე.”
ალფერ ისმიჩოღლუ
უფროსი ემბრიოლოგი
„პაციენტების დახმარება სასიცოცხლო ენერგიით მავსებს. სამედიცინო სფეროში, ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ბედნიერი პაციენტები და ის დადებითი შედეგებია, რომელსაც გუნდთან ერთად მუშაობით მივაღწიეთ.“
თამარ ხასაია
ენდოკრინოლოგი
“რეპროდუქტოლოგიისა და ენდოკრინოლოგიის ტანდემი, სკულპულოზურად გათვლილი ქმედებები – ეს ყველაზე დიდი ადრენალინია ჩემს საქმიანობაში. მთელი ბიოქიმია, რაც უჯრედის დონეზე მიმდინარეობს – შენს ხელშია და როგორც ფაზლები – სწორად უნდა დაალაგო რომ სურათი მიიღო.
რთული და იშვიათი ენდოკრინული პათოლოგიების მართვა, ჩემთვის მთავარი გამოწვევაა.“
ნანო ბჟალავა
მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი
„ყველაზე მეტად ჩემი მადლიერი პაციენტები მეამაყება და მათი ჩემდამი ნდობა, რომელსაც მუდმივად ვგრძნობ.
რეპროდუქტოლოგია, ძალიან საინტერესო და სწრაფად განვითარებადი დარგია. ახალ გამოწვევებთან შერკინება და მათ მიმართ ინტერესი მნიშვნელოვანი ბიძგია, ადამიანების გამრავლების ხელშესაწყობად!”
ია ჩაფიძე
რადიოლოგი
„რადიოლოგია ერთ-ერთი სწრფად განვითარებადი დარგია და მედიცინის მომავალი, სწორედ სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებაშია.
მრავალწლიანი მუშაობის პერიოდში, ჩვენ ბევრი პაციენტის სიცოცხლის ხარისხი გავაუმჯობესეთ ზუსტი და სწორი დიაგნოზის იდენტიფიცირებით.
მომავალ წყვილებს გირჩევთ, აუცილებლად ჩაიტაროთ ყველა საჭირო, სამედიცინო კვლევა ოჯახური თანაცხოვრების დაწყებისთანავე“.
მარიამ თოფურია
რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი
„რეპროდუქტოლოგიით მაშინ დავინტერესდი, როცა ჩვენს ქვეყანაში ეს დარგი საწყის ეტაპზე იყო. ვამაყობ იმ პაციენტებით, რომლებსაც დავეხმარე და ჩემი წვლილი შევიტანე მათი უშვილობის პრობლემის გადაჭრაში.
იმედი არასდროს დაკარგოთ! შეუძლებელი არაფერია და ერთად ყველაფერს მოვაგვარებთ!“
ირინე მარღანია
რეპროდუქტოლოგი, მამოლოგი, ულტრაბგერის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი
„რეპროდუქტოლოგია, მამოლოგია, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა – ეს ის თანხვედრაა, რაც საშუალებას მაძლევს ქალს ყველა ასაკობრივ პერიოდში გავუწიო დახმარება.
როცა უამრავი მადლიერი პაციენტი გენდობა, სხვასთანაც გიწევს რეკომენდაციას – ეს გაძლევს სტიმულს, ენერგიას და სურვილს შენი საქმიანობის გასაგრძელებლად.”
სალომე მახარაშვილი
უმცროსი ემბრიოლოგი
„ ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც ემბრიოლოგია ავირჩიე. თითოეული პროცესი ძალიან საინტერესოა. ემბრიოლოგიის სფერო მუდმივად იხვეწება და ვითარდება.
მე, როგორც ემბრიოლოგი დიდი გუნდის – დამოუკიდებელი ნაწილი ვარ. ამ სფეროში, გუნდური მუშობის გარეშე, სასურველი შედეგი ვერ მიიღწევა. ამიტომ, ჩვენ ყველა თანაბრად ვართ ჩართული ჩვენი პაციენტების ცხოვრებისეული ოცნების ასრულებაში.“
თამუნა გოგოლაძე
ექიმი გინეკოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
„დაავადების მართვაში, პაციენტის სურვილი უპირატესია! ექიმის დიდი როლი, კი ამ სურვილის სწორად ჩამოყალიბებაშია.
გჯეროდეს შენი ექიმის!“
თამარ ჩადუნელი
ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი
„იყო ექიმი ჩემთვის პაციენტის მიმართ ემპათიას და ზრუნვას გულისხმობს. პაციენტის გამოჯანმრთელებას და მიზნის მიღწევას ერთობლივი ჩართულობა ჭირდება.
მადლიერ პაციენტზე ღირებული ექიმისთვის არაფერია!“
თამარ ხუციშვილი
ანესთეზიოლოგი
“დასაწყისიდანვე შერჩეული სწორი მიმართულება, მრავალი დაავადების და გართულების პრევენციაა. ეს ყოვლივე ჩასახვის მომენტიდან იღებს სათავეს და გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე.
ყველას ვურჩევ, ჯერ კიდევ დაოჯახებამდე დაიწყოთ მკურნალობა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრევენცია!“
როზა ბაზერაშვილი
მთავარი ექთანი
„ჩემი დღე დილით ადრე იწყება და გვიან მთავრდება. მთელი ამ დროს ვუთმობ ჩვენს ძვირფას პაციენტებზე ზრუნვას.
ჩვენ კლინიკაში საქმე არასდროს ილევა და მიხარია, რომ ამ ფუსფუსში მნიშვნელოვანი როლი მაკისრია!“
ნატალია მაისურაძე
ექთანი
„პაციენტებზე ზრუნვა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. კარგი ექთანი ექიმის მარჯვენა ხელია, მისი ნდობით აღჭურვილი პირი და პაციენტების მესაიდუმლე.
პაციენტებთან ერთად, ვიზიარებ და განვიცდი ყველა წარმატებას, თუ მარცხს. ჩემი ყოველი დღე ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება და მიხარია, რომ ვარ დიდი და ერთიანი გუნდის წევრი.“