PhoneBlack

032 280 12 12

FrameIcon

რა უნდა ვიცოდეთ მამაკაცის უნაყოფობის შესახებ?

ed6dc0a6-dd2e-43c0-aeef-ca57b7489408

დიდი ხნის განმავლობაში, საზოგადოებაში მუსირებდა აზრი, რომ უნაყოფობა მხოლოდ ქალის მიზეზით შეიძლება ყოფილიყო და მამაკაცის პრობლემებს (ხშირ შემთხვევაში) დიდ ყურადღებას არავინ ანიჭებდა. სტატისტიკის მიხედვით, უნაყოფო წყვილების 40-50%-ში  უნაყოფობის მიზეზი – მამაკაცია.

დღესდღეობით, შეიცვალა ამ საკითხის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება, ვინაიდან სამედიცინო განათლება და ინფორმაცია ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი გახდა და მამაკაცის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც ქალის.

ორივე სქესის შემთხვევაში, უნაყოფობის პრობლემა, რეპროდუქციული სისტემის ფუნქციური, ან სტრუქტურული დარღვევებიდან მომდინარეობს და მამაკაცის უშვილობის მიზეზი მრავალი სამედიცინო ჩვენებიდან ერთ-ერთი, ან ერთდროულად რამდენიმე შეიძლება გახლდეთ, მაგალითად:

  1. ობსტრუქციული, ან არა-ობსტრუქციული აზოოსპერმია:

არა-ობსტრუქციული აზოოსპერმია (NOA):  მდგომარეობა, როცა სათესლე ჯირკვლები არ გამოიმუშავებს საკმარის სპერმას, ან საერთოდ ვერ წარმოქმნის მას.

ობსტრუქციული აზოოსპერმია (OA): არა-ობსტრუქციული აზოოსპერმიისგან განსხვავებით, ობსტრუქციული აზოოსპერმია ხდება მაშინ, როდესაც სათესლე ჯირკვლები გამოიმუშავებს ჯანსაღ სპერმას, მაგრამ ობსტრუქცია ხელს უშლის სპერმის გამოყოფას.

  • ჰორმონალური დისბალანსი:

ჰორმონალური დისბალანსი, როგორიცაა ტესტოსტერონის დაბალი დონე, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სპერმის წარმოქმნაზე და მთლიან რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.

  • გენეტიკური ფაქტორები:

ისეთმა გენეტიკურმა დარღვევებმა, როგორიცაა ქრომოსომული პათოლოგიები, ან სპეციფიკური გენის მუტაციები, შეიძლება ხელი შეუწყოს მამაკაცის უნაყოფობას.

  • ცხოვრების წესი და გარემო ფაქტორები:

ცხოვრების წესის ზოგიერთმა მავნე ჩვევამ (თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება, ნარკოტიკული საშუალებები) და გარემო ფაქტორებმა (ტოქსინების ზემოქმედება, რადიაცია) შეიძლება საზიანო გავლენა მოახდინოს მამაკაცის ნაყოფიერებაზე.

განაყოფიერების პროცესში სირთულეების შემთხვევაში, ორივე პარტნიორმა უნდა გაიაროს  საფუძვლიანი კვლევა. მამაკაცებისთვის, ეს კვლევა ჩვეულებრივ მოიცავს:

  • სამედიცინო ისტორია და ფიზიკური გამოკვლევა: სამედიცინო ისტორიის, ცხოვრების წესის ფაქტორების და გარემო-საფრთხეების პოტენციური ზემოქმედების სიღრმისეული შეფასება.
  • სპერმის ანალიზი: დიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც იკვლევს სპერმის რაოდენობას, მოძრაობას, მორფოლოგიას და სხვა მნიშვნელოვან პარამეტრებს.
  • ჰორმონის ტესტირება: სისხლის ტესტები ჰორმონების დონის შესაფასებლად, მათ შორის ტესტოსტერონის, ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) და სხვა.
  • გენეტიკური ტესტირება: ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს რეკომენდირებული გენეტიკური ტესტირება – უნაყოფობის გამომწვევი გენეტიკური მიზეზების დასადგენად.

მკურნალობის ვარიანტები:

მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობა დამოკიდებულია კონკრეტულ სამედიცინო ჩვენებაზე და ამის განსასაზღვრად, აუცილებელია მიაკითხოთ სპეციალისტს, რომელიც დაგეგმავს კვლევებს და შეადგენს თქვენი მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას.

მკურნალობის შესაძლო ვარიანტები მოიცავს:

  • მედიკამენტები: ზოგიერთ მედიკამენტს შეუძლია დაგეხმაროთ სპერმის წარმოების ხარისხის, ჰორმონალური ბალანსის, ან ფონური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
  • ქირურგია: ქირურგიული პროცედურები შეიძლება საჭირო გახდეს ობსტრუქციების მოსაშორებლად, ვარიკოცელეების (გადიდებული ვენები) სამკურნალოდ, ან რეპროდუქციული ტრაქტიდან უშუალოდ სპერმის ამოსაღებად, რასაც უზრუნველჰყოფს TESA პროცედურა.
  • დამხმარე რეპროდუქციული ტექნიკა (ART): ART პროცედურებს, როგორიცაა ინტრაუტერიული განაყოფიერება (IUI), ან ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF), შეუძლია ხელი შეუწყოს ნაყოფიერების პრობლემების დაძლევას, ისეთი ტექნიკის გამოყენებით როგორიცაა სპერმის მოპოვება და ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია (ICSI).
  • ცხოვრების წესის ცვლილებები: ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება – თამბაქოს მოხმარებაზე თავის დანებებით, ალკოჰოლის მიღების შემცირებით, სტრესის მართვისა და დაბალანსებული დიეტის შენარჩუნებით –  შეიძლება დადებითი გავლენა იქონიოს  ნაყოფიერებაზე.

იცოდეთ, რომ უნაყოფობა მამაკაცებში ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მდგომარეობაა და ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს იმაში, რაც თქვენს შესაძლებლობებს აღემატება! ჩვენ შემოგთავაზეთ ზოგადი და ყველაზე გავრცელებული მიზეზები, დიაგნოსტიკის მეთოდები და მკურნალობის გზები. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გამოცდილი ექიმი-რეპროდუქტოლოგი დაგეხმარებათ შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე ეფექტური მიმართულება, უშვილობის პრობლემის დასაძლევად.

ყურადღებით გაეცანით ზოგად ინფორმაციას, გათვითცნობიერდით და მოემზადეთ ახალი თავგადასავლისთვის, რომელსაც მშობლობისკენ მიმავალი გზა გთავაზობთ.

კონსულტაციისთვის, დეტალური ინფორმაციისთვის და ექიმთან ვიზიტის დასაგეგმად – მოგვმართეთ.

ინ ვიტრო ლაიფი ყოველ ნაბიჯზე თქვენს გვერდით! <3