სერვისები სუროგაცია და დონაცია სპერმის / კვერცხუჯრედის დონაცია
კვერცხუჯრედის დონაცია
კვერცხუჯრედის დონაცია
კვერცხუჯრედის დონორის ჩართვა, მკურნალობის პროცესში, სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება საჭირო. კვერცხუჯრედის დონაცია უშვილო წყვილებისთვის მაშინაა მიზანშეწონილი, როდესაც ქალის ორგანიზმში კვერცხუჯრედების მომწიფება არ ხდება ან მათი ხარისხი – ორსულობის შესაძლებლობას არ იძლევა.
აღნიშნული ფაქტორები შემდეგი მიზეზებით შეიძლება იყოს განპირობებული:
- საკვერცხის ნაადრევი განლევის სინდრომი;
- ქალის ასაკის (>35წ) გამო შემცირებული საკვერცხის რეზერვი;
- ოვულაციის დარღვევა;
- გონადების დისგენეზია – საკვერცხეების განვითარების დეფექტი ან არ არსებობა;
- რამდენიმე ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად მიღებული უხარისხო კვერცხუჯრედები;
- და სხვა.
კვერცხუჯრედის დონორის შერჩევის პროცესი
ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით თქვენთვის ჯანმრთელი დონორის კანდიდატურის მოწოდების ვალდებულებას. დონორობის თითოეულ კანდიდატს წინასწარ უტარდება სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა. ჩვენ დაგეხმარებით ისეთი დონორის შერჩევაში, რომელიც იზიარებს თქვენს ღირებულებებს, გარეგნულ მახასიათებლებს და მისწრაფებებს.
პროცესი სრულიად კონფიდენციალურია და მიმდინარეობს წინასწარ გაწერილი პროტოკოლების დაცვით.