PhoneBlack

032 280 12 12

როდესაც საქმე ეხება ქალის ჯანმრთელობას, ორსულობის დაგეგმვასა და რეპროდუქციულ მედიცინას, პროფესიონალიზმი მხოლოდ თეორიულ ცოდნას არ ნიშნავს. ეს არის უნარი მოუსმინო პაციენტს, დაინახო თითოეული ისტორიის უნიკალურობა და სწორად შეარჩიო უმოკლესი გზა ჯანმრთელობისკენ.

თამუნა გოგოლაძე – „ინვიტრო ლაიფის“ გუნდის წევრი, სწორედ იმ ექიმთა შორისაა, ვისთვისაც მედიცინა უზარმაზარი პასუხისმგებლობა და ყოველდღიური განვითარების სურვილია.


ინვიტრო ლაიფი — სივრცე, სადაც მეცნიერება და ზრუნვა თანხვედრაშია

ჩვენს კლინიკაში, თამუნა გოგოლაძე აქტიურადაა ჩართული ქალებისა და წყვილების კონსულტირებაში, სწორი და დროული კოლპოსკოპიური, თუ სხვა დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებასა, შედეგების მონიტორინგსა და მკურნალობის პროცესში: გინეკოლოგიური ინფექციები, მენოპაუზის მართვა, საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების მკურნალობა და სხვა.

მისი მუშაობის სტილი სრულად ეხმიანება ჩვენი კლინიკის ფილოსოფიას — ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პაციენტის მიმართ და თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის პრაქტიკაში გამოყენება.


პროფესია, რომელიც ქმნის მომავალს

მეან-გინეკოლოგია არის სფერო, სადაც მედიცინას პირდაპირი გავლენა აქვს ახალი სიცოცხლის ჩამოყალიბებაზე. თამუნა გოგოლაძის საქმიანობა სწორედ, ამ იდეას ემსახურება — დაეხმაროს ქალებს ჯანმრთელობაზე ზრუნვაში.

ჩვენი გუნდის თითოეული წევრის გამოცდილება, პროფესიული საქმიანობა და დამოკიდებულება ქმნის იმ ნდობას, რის გამოც პაციენტები „ინვიტრო ლაიფს“ ირჩევენ.

მეტი ინფორმაციისთვის, კონსულტაციის დასაჯავშნად – დაგვიკავშირდით