PhoneBlack

032 280 12 12

FrameIcon

რა უნდა ვიცოდეთ ინვიტრო განაყოფიერების შესახებ?

69463d19-2bc5-4424-93d5-5bbb50eda80b

თანამედროვე მედიცინა დღითიდღე ვითარდება და ინოვაციებთან ერთად, ჯერ არნახულ შესაძლებლობებს გვთავაზობს. უკვე 40 წელზე მეტია, რაც მედიცინის სფეროში წარმატებით დაინერგა ინვიტრო (IVF) – იგივე ხელოვნური განაყოფიერების პრაქტიკა.

ინვიტრო განაყოფიერება არის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის ტიპი, რომელიც გულისხმობს სპერმის და კვერცხუჯრედის გაერთიანებას სხეულის გარეთ, ლაბორატორიულ ჭურჭელში და მიღებული ემბრიონ(ებ)ის გადატანას ქალის საშვილოსნოს ღრუში – იმპლანტაციისა და განვითარებისთვის.

ინვიტრო განაყოფიერება გამოიყენება იმ წყვილების დასახმარებლად, რომლებსაც უჭირთ ბუნებრივი გზით დაორსულება, ან რომელთა სამედიცინო ჩვენებები ართულებს განაყოფიერების პროცესს.

დღეს მოგიყვებით იმ მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ, რაც უნდა იცოდეთ ინვიტრო განაყოფიერების შესახებ:

  1. პროცედურა წარმატებული მაჩვენებლებით.

ინვიტრო განაყოფიერების პროცედურა სხვა მეთოდებთან შედარებით, წარმატების 50%-ით მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. პირველი ბავშვი ბრიტანეთში, 1978 წელს დაიბადა და მას შემდეგ, ამ პროცედურის დახმარებით 8 მილიონამდე ბავშვი მოევლინა მსოფლიოს.

  • ვისთვის არის ინვიტრო განაყოფიერების (IVF) პროცედურა?

ჯანმრთელი ქალის ორგანიზმისთვის, 30 წლამდე ასაკში, ბუნებრივად დაორსულების შანსი ყოველი ციკლისას – 25%ია. რეპროდუქციული მედიცინის ამერიკული საზოგადოების შეფასებით, ეს შანსი 20%-მდე ეცემა 30 წლის ზევით ასაკის ქალებში. 40 წლის ასაკისთვის, ყოველთვიურად ბუნებრივად დაორსულების შანსი მხოლოდ 5%-ია.

ბევრს მიაჩნია, რომ ინვიტრო განაყოფიერება ეფექტური გზაა, მხოლოდ  ასაკთან დაკავშირებული უნაყოფობის სამკურნალოდ. სინამდვილეში, ინვიტრო განაყოფიერება წარმატებით გამოიყენება ნებისმიერი ასაკის პაციენტებში, რომლებსაც უშვილობას სხვადასხვა პრობლემის გამო ებრძვიან. უშვილობის მიზეზი შეიძლება იყოს, როგორც საშვილოსნოს პრობლემები, ენდომეტრიოზი , ასევე მამაკაცის სპერმის ხარისხის მაჩვენებელი და სხვა.

  • მოემზადეთ ემოციურად!

ინვიტრო განაყოფიერების პროცესი შეიძლება ემოციურად რთული და დამღლელი აღმოჩნდეს წყვილებისთვის. პროცესი მოიცავს ინექციების სერიას, სისხლის ანალიზებს, ულტრაბგერით კვლევებს და სხვა პროცედურებს, რომელსაც შესაძლოა რამდენიმე კვირაც კი დასჭირდეს.

უნდა გახსოვდეთ, რომ ყოველთვის არის წარუმატებლობის რისკი, რაც დროსა და ფინანსებთან ერთად – აზარალებს თქვენს ემოციურ მხარესაც. ამიტომ, მნიშვნელოვანია – პროცესს მიუდგეთ მოთმინებით და შეინარჩუნოთ მაქსიმალური სიმშვიდე.

  • სწორად შეარჩიეთ კლინიკა.

სათანადოდ შერჩეული კლინიკა, ინვიტრო განაყოფიერების კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ფაქტორია. „ინვიტრო ლაიფი“ პროფესიონალი გუნდის დახმარებით, წარმატებით ახორციელებს ინვიტრო პროცედურებს. პაციენტებთან ინდივიდუალური მიდგომის, სწორად შერჩეული კვლევების და მკურნალობის შემდგომ, მკურნალ ექიმთან შეთანხმებით, წყდება ინ ვიტრო განაყოფიერების შემდგომი ნაბიჯები.

უახლესი დანადგარებით და სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორია და მაღალკვალიფიციური მედ-მუშაკები, იზრუნებენ თქვენი და თქვენი ნაყოფის ჯანმრთელობაზე.

  • რისკები და „ბენეფიტები“:

ორსულობა თავისთავად შეიცავს გარკვეულ რისკებს, რომელიც ნაყოფის სრულფასოვან ჩამოყალიბებას და მის 40 კვირამდე განვითარებას და შენარჩუნებას ეხება. ნებისმიერი გზით ორსულობის დადგომისას, მნიშვნელოვანია გამოვიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება და ზუსტად მივყვეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს.

ინვიტრო განაყოფიერების დროს, არსებობს შანსი

ინვიტრო განაყოფიერების დროს, არსებობს შანსი ორ, ან მეტ ნაყოფიანი ორსულობისძ, რადგან რამდენიმე ემბრიონი შესაძლოა ერთდროულად განაყოფიერდეს საშვილოსნოს ღრუში. მიუხედავად იმისა, რომ ამით წარმატების შანსები იზრდება, აქვე იზრდება ნაადრევი მშობიარობის და ნაყოფის მცირე წონით დაბადების რისკებიც.

საგულისხმოა, რომ ინვიტრო განაყოფიერების დროს, პაციენტს შეუძლია მინიმუმამდე დაიყვანოს გენეტიკური ანომალიების რისკი – ვინაიდან, კვერცხუჯრედის საშვილოსნოში იმპლატანციამდე, გენეტიკური ანალიზი გვაძლევს მაქსიმალურ სამედიცინო ინფორმაციას მომავალი ნაყოფის ჯანმრთელობის შესახებ.

ასევე, ინვიტრო განაყოფიერებისას, მინიმუმამდე დადის ორსულობის მოულოდნელი შეწყვეტის (ე.წ. „მუცლის მოშლის“) რისკები – პროცედურამდე სრულად ხდება საშვილოსნოს სკრინინგი, რათა დავრწმუნდეთ, რომ მას შეუძლია ნაყოფის სიცოცხლის შენარჩუნება.

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს პარტნიორი არ ჰყავს, „ინვიტრო“ პროცედურა კიდევ ერთ „ბენეფიტს“ სთავაზობს – განაყოფიერება შესაძლოა მოხდეს დონორის დახმარებით. რაც, საშუალებას აძლევს ადამიანს, მეორე ნახევრის არსებობის გარეშე იყოლიოს შვილი.

ინვიტრო განაყოფიერება კომპლექსური და ემოციურად რთული პროცედურაა, თუმცაღა სწორედ ამ სამედიცინო ჩარევის დახმარებით, უამრავი წყვილის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა და უნაყოფობასთან (ხშირად) რამდენიმე წლიანი ბრძოლა – გამარჯვებით დასრულდა!

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, ინვიტრო განაყოფიერების რისკებიც და ვაცნობიერებდეთ იმ სარგებელს, რომელიც ამ პროცედურას შეუძლია მოგვიტანოს.

საუკეთესო, შესაძლო შედეგის უზრუნველსაყოფად მიმართეთ გამოცდილ ექიმებს და საიმედო კლინიკას, მოემზადეთ ფსიქოლოგიურად და ემოციურად .

ინფორმირებულ და სათანადოდ მომზადებული წყვილები, მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებებს და აისრულებენ ცხოვრებისეულ ნატვრას.

უფრო დაწვრილებითი და ამომწურავი ინფორმაციისთვის, აუცილებლად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე „ინვიტრო ლაიფში“.

იზრუნეთ თქვენი და თქვენი პატარას ჯანმრთელობაზე ჩასახვის წუთიდან და გახსოვდეთ, „ინვიტრო ლაიფი“ ყოველ ნაბიჯზე თქვენს გვერდითაა!