PhoneBlack

032 280 12 12

FrameIcon

Y ქრომოსომის მიკროდელეციის ტესტი

yellowCircle

ზოგადი ინფორმაცია

ჯანმრთელი ადამიანს 46 ქრომოსომა აქვს. მათი ბოლო წყვილი სასქესო ქრომოსომებია და ქალის შემთხვევაში X და X-ია, ხოლო მამაკაცის ბოლო წყვილი X და Y-ს წარმოადგენს.

როდესაც მამაკაცის ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ხომ არ აკლია Y ქრომოსომას რომელიმე უბანი.

სწორედ, ამ პრობლემის დასადგენად კეთდება Y ქრომოსომის მიკროდელეციის ტესტი.

ტესტის ჩატარება, რეკომენდირებულია იმ მამაკაცებისთვის, ვისაც აღენიშნება მწვავე ოლიგოზოოსპერმია და აზოოსპერმია;

ტესტის ჩასატარებლად გამოიყენება სისხლის, ან ნერწყვის მცირე ნიმუში. ანალიზის პროცესში ვიკვლევთ Y ქრომოსომის კონკრეტულ უბნებს და ვიღებთ სრულყოფილ ინფორმაციას მათი დაზიანების შესახებ. მიღებული შედეგები გვეხმარება – მკურნალობის სწორი მიმართულების განსაზღვრაში.