PhoneBlack

032 280 12 12

FrameIcon

ᲙᲕᲔᲠᲪᲮᲣᲯᲠᲔᲓᲘᲡ, ᲔᲛᲑᲠᲘᲝᲜᲘᲡ, ᲡᲞᲔᲠᲛᲘᲡ ᲒᲐᲧᲘᲜᲕᲐ

yellowCircle

კვერცხუჯრედების გაყინვა

კვერცხუჯრედის გაყინვა ვიტრიფიკაციის მეთოდი, ერთ-ერთი უახლესი მეთოდია რეპროდუქციულ მედიცინაში. ამ მეთოდით გაყინული კვერცხუჯრედები უკეთესად ინარჩუნებენ ხარისხს. ეს პროცესი გულისხმობს დამუშავებული კვერცხუჯრედების თხევად აზოტში, 196 C-ზე მოთავსებას.

კვერცხუჯრედების გაყინვა – ძველი ტექნოლოგიის გამოყენებით – საკმაოდ რთულია, რადგანაც ნელი გაყინვის პროცესი კვერცხუჯრედებში ყინულის კრისტალების ჩამოყალიბებას იწვევდა. გალღობის შემდეგ, ეს კვერცხუჯრედები ხშირად დაზიანებული იყო, ხოლო ვიტრიფიკაციის პროცესი მოიცავს სწრაფი გაგრილების პროცესს, რომელიც არ იძლევა ყინულის კრისტალების ჩამოყალიბების საშუალებას. 

ამ ტექნოლოგიურმა გარღვევამ მნიშვნელოვნად გაზარდა იმის შესაძლებლობა, რომ გაყინული კვერცხუჯრედები მოგვიანებით გამოყენებულ იქნას ემბრიონის მისაღებად. სათანადო მოვლის შემთხვევაში, გაყინული კვერცხუჯრედები განუსაზღვრელი ვადით შეიძლება ინახებოდეს.

yellowCircle

რა დროს ხდება კვერცხუჯრედის გაყინვა?

  • თუ თქვენ ჯერ არ გაქვთ გადაწყვეტილი შვილის გაჩენა, შეგიძლიათ გაყინოთ ჯანმრთელი კვერცხუჯრედები და შემდგომში გამოიყენოთ და ამით შეინარჩუნოთ რეპროდუქციული ფუნქცია;
  • გაქვთ ონკოლოგიური დაავადება;
  • ებრძვით მძიმე ფორმის ენდომეტრიოზს;
  • აღგენიშნებათ საკვერცხეების ნაადრევი განლევის ალბათობა;

 

გაყინული კვერცხუჯრედების გამოყენებით მიღებული ორსულობის მაჩვენებელი – საკმაოდ მაღალია, რაც იმედს აძლევს ყველა იმ პაციენტს, ვისაც კვერცხუჯრედის გაყინვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უწევს.

 
yellowCircle

ემბრიონის გაყინვა (ვიტრიფიკაცია)

ემბრიონის გაყინვა – ვიტრიფიკაციის მეთოდით – ერთ-ერთი რევოლუციური მოვლენაა რეპროდუქციულ მედიცინაში.

საკვერცხეების მედიკამენტოზური სტიმულაციის შედეგად მიღებული კვერცხუჯრედებიდან, ხშირ შემთხვევაში, ორზე მეტი ემბრიონი ვითარდება; ამიტომ მათი გადატანის შემდეგ დარჩენილი კარგი ხარისხის ემბრიონები – იყინება. გაყინული ემბრიონები მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით გამოიყენება რეპროდუქციულ მედიცინაში.

yellowCircle

სპერმის გაყინვა (კრიოკონსერვაცია)

სპერმის გაყინვა არის პროცესი, რომელიც საშუალებას აძლევს ინდივიდებს შეინარჩუნონ სპერმა შემდგომი გამოყენებისთვის. ეს პროცედურა განსაკუთრებით სასარგებლო შეიძლება იყოს მათთვის, ვინც ფიქრობს რომ მომავალში შესაძლოა უნაყოფობის პრობლემა შეექმნას (სამედიცინო მკურნალობის, ან სხვა მიზეზების გამო).

სპერმის გაყინვის პროცესი მოიცავს სპერმის ნიმუშის შეგროვებას, რომელიც შემდეგ მუშავდება და იყინება “კრიოკონსერვაციის” ტექნიკის გამოყენებით. სპერმის გაყინვით, მისი სიცოცხლისუნარიანობა და ნაყოფიერების პოტენციალი შენარჩუნებულია დიდი ხნის განმავლობაში. 

როდესაც ინდივიდი გადაწყვეტს სპერმის გალღობას, მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება ისეთი პროცედურებისთვის, როგორიცაა ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF) ან საშვილოსნოსშიდა განაყოფიერება (IUI).