PhoneBlack

032 280 12 12

FrameIcon

ენდომეტრიუმის რეცეფცია ( ERA )

yellowCircle

ზოგადი ინფორმაცია

ენდომეტრიუმის რეცეფცია(ERA) ტესტი – იგივე, ენდომეტრიუმის მიმღებლობის ანალიზი, რომლითაც შესაძლოა განისაზღვროს საშვილოსნოს ღრუში ლორწოვანის მიმღებლობა ემბრიონის იმპლანტაციისთვის, ანუ განისაზღვროს  ემბრიონების გადატანისათვის  ყველაზე ოპტიმალური პერიოდი ე.წ. იმპლანტაციის ფანჯარა.

იმპლანტაციის ფანჯარა ინდივიდუალურია სხვადასხვა პაციენტისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ ემბრიონის მიმაგრების დღეები არ არის ფიქსირებული. ამ ტესტის დახმარებით წინასწარ იგეგმება ემბრიონის გადატანის დღეები და მიზანშეწონილია ისეთ პაციენტებთან, ვისაც კარგი  ხარისხის ემბრიონის გადატანის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა ჰქონდათ.

სწორედ ასეთ პაციენტებში გამოიყენება ERA-ტესტი და მნიშვნელოვნად ზრდის წარმატებული ორსულობის შანსებს.