სერვისები გენეტიკური ტესტები PGT-A ტესტირება
PGT-A ტესტირება
ზოგადი ინფორმაცია
ქალის ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება წარუმატებელი ორსულობის რისკებიც. რისკები არსებობს იმ ქალების შემთხვევებშიც, ვისაც აქვს ორი, ან მეტი სპონტანური აბორტის ისტორია და ასევე, იმ მამაკაცების შემთხვევაში, ვისაც უშვილობის დიაგნოზი და სპერმატოზოიდების დაბალი კონცენტრაცია აღენიშნებათ.
წარუმატებელი ორსულობის ყველაზე გავრცელებული მიზეზი – სხვადასხვა ქრომოსომული დარღვევები და ემბრიონის ანომალიური მდგომარეობაა.
რისკების თავიდან ასარიდებლად, IVF განაყოფიერების პროცესში, ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე კვლევას: პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტი ანეუპლოიდისთვის, იგივე PGT-A ტესტირებას.
რას ინფორმაციას გვაწვდის ტესტი?
PGT-A ტესტირებით შესაძლებელია რიცხობრივი ქრომოსომული ანომალიების განსაზღვრა, რაც საშუალებას აძლევს ემბრიოლოგებს შეარჩიონ ყველაზე ჯანმრთელი ემბრიონი საშვილოსნოში გადასატანად.
შესაბამისად, გენეტიკური ანომალიების არსებობის რისკი მინიმუმამდე მცირდება.
PGT-A გვაძლევს საშუალებას დავიცვათ ქალები ემოციური სტრესისგან და შევამციროთ სპონტანური აბორტის რისკები.