PhoneBlack

032 280 12 12

FrameIcon

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (IUI)

yellowCircle

ზოგადი ინფორმაცია

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (IUI) ერთ-ერთია, იმ აპრობირებული და ფართოდ გავრცელებული სამკურნალო საშუალებიდან, რომელიც გამოიყენება რეპროდუქტოლოგიაში. ეს პროცედურა გულისხმობს ქალის საშვილოსნოს ღრუში დამუშავებული სპერმის ხელოვნურად შეყვანას. პროცედურა მარტივი და უმტკივნეულოა.  IUI უმეტესწილად გამოიყენება უშვილობის გამომწვევი ისეთი ფაქტორების შემთხვევებში, როგორებიცაა:

  • სპერმის დაბალი აქტივობა (სპერმაში შემცირებულია მოძრავი და ნორმალური მორფოლოგიის მქონე სპერმატოზოიდების რაოდენობა);
  • რეტროგრადული ეაკულაცია;
  • ქალის ან მამაკაცის სექსუალური დისფუნქცია;
  • ცერვიკალური ფაქტორები (საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი თვისებების ცვლილებების გამო არ ხდება სპერმატოზოიდების გატარება);
  • სხვა აუხსნელი ფაქტორები;