სერვისები დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები STEM CELL (ღეროვანი უჯრედები) თერაპია
STEM CELL (ღეროვანი უჯრედები) თერაპია
ზოგადი ინფორმაცია
თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი აღმოჩენა ღეროვანი უჯრედებია, იგივე Stem Cell. რაც გულისხმობს მოუმწიფებელ ახალგაზრდა უჯრედს, რომელსაც შესწევს თვითგანახლებისა და პარალელურად დიფერენცირების უნარი;
იგი წარმოქმნის ქსოვილებს, უჯრედებსა და ორგანოებს. ყველაზე მძლავრი ღეროვანი უჯრედი კი, არის სიცოცხლის დასაბამი -განაყოფიერებული კვერცხუჯრედი.
რა არის STEM CELL თერაპია?
რეპროდუქციულ მედიცინაში გამოიყენება მეზენქიმალური ღეროვანი უჯრედები. მათი წყარო სხვადასხვაა: ძვლის ტვინი, ცხიმოვანი ქსოვილი, ჭიპლარის სისხლი, პლაცენტა, კანი.
ისეთი პათოლოგიების დროს,როგორიცაა საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა/ფუნქციის დარღვევა, 40 წლამდე ასაკის ქალებში – ინტრაოვარიულად (საკვერცხის ქსოვილში) ხდება მეზენქიმალური უჯრედების შეყვანა, რაც ხელს უწყობს საკვერცხეების ფუნქციის აღდგენას. ანგიოგენეზის ფოლიკულების აქტივაციის გზით, ხდება ჰორმონების დონის კორექცია.
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ღეროვანი უჯრედებით თერაპიას სიფრთხილით მიუდგეთ და დარწმუნდეთ, რომ ნებისმიერი მკურნალობა ან პროცედურა, რომელსაც თქვენ განიხილავთ, ტარდება მკაცრი სამეცნიერო კვლევის საზღვრებში. თქვენი რეპროდუქტოლოგი დაგეხმარებათ განსაზღვროთ, არის თუ არა ღეროვანი უჯრედებით თერაპია თქვენთვის შესაფერისი ვარიანტი და აღმოგიჩენთ შესაბამის დახმარებას და მხარდაჭერას თქვენი ინ ვიტრო განაყოფიერების გზაზე.