PhoneBlack

032 280 12 12

FrameIcon

თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის თერაპია (PRP)

yellowCircle

ზოგადი ინფორმაცია

ქალის უნაყოფობის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი ასაკის მატებასთან დაკავშირებული საკვერცხის ფოლიკულური რეზერვის შემცირება ან საკვერცხეების ნაადრევი განლევაა. რეპროდუქციულ მედიცინაში სულ უფრო პოპულარული ხდება აუტოლოგიური PRP თერაპია -საკუთარი სისხლის დამუშავებით მიღებული, თრომბოციტებით მიღებული მდიდარი პლაზმის შეყვანა აღნიშნული პრობლემის მქონე პაციენტებში.

yellowCircle

რა არის PRP თერაპია?

ზრდის ფაქტორებით – ციტოკინებით მდიდარი პლაზმა იწვევს ლატენტური, არააქტიური ფოლიკულების გააქტიურებას, რაც დადებითად აისახება კვერცხუჯრედების როგორც რაოდენობრივ, ისე ხარისხობრივ მაჩვენებელზე.

აუტოლოგიური PRP თერაპია გამოიყენება საშვილოსნოსთან დაკავშირებული პრობლემების(თხელი ენდომეტრიუმი) და იმპლანტაციის (ემბრიონების მიმაგრების) დარღვევების დროსაც. ამ შემთხვევაში, მისი შეყვანა ხდება სპეციალური კათეტერით საშვილოსნოს ღრუში, რაც დადებით ეფექტს ახდენს ენდომეტრიუმის სისქესა და მგრძნობელობაზე.

PRP მკურნალობის ორივე მიმართულება ზრდის ორსულობის შანსს.